ახალი ამბები

კაცი, რომელმაც რძლის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, ფსიქიატრიული კლინიკიდან გაწერეს

გია გურასპიშვილი ამ დროისთვის სოფელ შილდაში, საკუთარ სახლში იმყოფება.

,,ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაზე გამოძიება კვლავ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმის გადაკვალიფიცირება არ მომხდარა. ამავე მუხლით გრძელდება გამოძიება ეკა ნაქევხრიშვილის მაზლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზეც”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

შეგახსნებთ, რომ 18 ოქტომბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა თუ ის მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეკას ხშირად ჰქონდა კონფლიქტი მაზლთან და დედამთილთან.