ახალი ამბები

თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ისევ თენგიზ კუკუნაშვილი გახდა

თესაუს სტუდენტურმა პარლამენტმა თვითმმართველობის პრეზიდენტად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის სამაგისტო პროგრამის II კურსის სტუდენტი თენგიზ კუკუნაშვილი მეორე ვადით აირჩია. კუკუნაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. თელავის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა პარლამენტის 31 დელეგატიდან 24-მა მიიღო. ოცდაოთხივე დელეგატმა თენგიზ კუკუნაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. 
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს სტუდენტები 2014 წლამდე, 1 წლის ვადით, ირჩევდნენ საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნების წესით. 2014 წლის აპრილში კი სტუდენტური თვითმმართველობის დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი.