ახალი ამბები

გურჯაანის მერის არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა არჩილ ხანდამაშვილს აქვს

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა ამომრჩევლის ხმათა 59,9 % მოიპოვა, მონაცემების  მიხედვით, მეორე ადგილზეა ევროპული საქართველოს კანდიდატი გოგა პეტრუზაშვილი, რომელმაც ხმათა 18.79% მოიპოვა, შემდეგ მოსდევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკოლოზ ნიჟარაძე 10.93%-ით, „პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა კობა კუპრაშვილმა 5,49%,  დანარჩენმა კანდიდატებმა კი ხმათა მცირე რაოდენობა დააგროვეს.