ახალი ამბები

ჭანდრის #45 საარჩევნო უბანზე 1 საჩივარი დაიწერა

დამოუკიდებელი კანდიდატის, ბეჟან კაველაძის წარმომადგენელის, რუსუდან გოგრიჭიანის თქმით, ერთ-ერთი დამკვირვებელი ამომრჩეველს კაბინაში შეყვა და არჩევანის გაკეთებაშიც ეხმარებოდა.
,,არ იყო დასაწერი საჩივარი, რადგან აქ სამაგისო არაფერი იყო. რადგან დაიწერა მივიღეთ და ჩავიბარეთ უპრობლემოდ. ამომრჩეველმა უბრალოდ ითხოვა კაბინამდე მიყვანა და მხოლოდ მაშინ დაეხმარა დამკვირვებელი. რაც შეეხება არჩევანის გაკეთებაში დახმარებას, მას არავინ დახმარებია ამაში”, – განაცხადა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ბელა ათუაშვილმა.