ახალი ამბები

სოფელ ლელიანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლექსო და მეგობრები“ და „ლელი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „CARE” –ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

,,პროგრამა მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას, დასაქმების მაჩვენებლის გაზრდასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ჩვენი პროექტი ლაგოდეხში მეორე წელია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში უკვე განსაზღვრულია სტრატეგიული მიმართულებები”, – განუცხადა knews.ge–ს პროექტის მენჯერმა, ჯუბა მარუაშვილმა.

სარემონტო სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი კი შენობის სრულ აღდგენას ითვალისწინებს.