ახალი ამბები

გურჯაანში ქალბატონის მოტაცებაში ბრალდებულებს ორი წლით პატიმრობა მიესაჯა

2 ახალგაზრდა მამაკაცს ორწლიანი პატიმრობა, 5 წელი პირობითი მსჯავრი და 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
მოხუც მამაკაცს კი, რომელიც სასამართლომ დანაშაულის თანამონაწილედ სცნო, შვიდი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებდა.
2017 წლის 11 აპრილს გურჯაანის სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან 24 წლის გოგონა რამდენიმე მამაკაცმა მოიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცს ახალგაზრდა ქალბატონის ცოლად მოყვანა სურდა. მოტაცებას კი წინ მუქარა უძღოდა, რის გამოც ქალბატონმა სამართალდამცავებს მიმართა.