ახალი ამბები

ყვარელში შატოს ტიპის სასტუმრო აშენდება

ღვინის მარნის ხელმძღვანელის, ლაშა ყარალაშვილის განცხადებით, სასტუმროს ასაშენებლად კომპანია ახლო მომავალში ფინანსური სახსრების მოძიება დაიწყებს. 
,,სასტუმროს ასაშენებლად ჩვენც ჩავდებთ ინვესტიციას და ამავე დროს თანხის მოძიებასაც დავიწყებთ. სასტუმროში მივიღებთ როგორც ქართველ ისე უცხოელ ტურისტებს. ჩვენი გათვლებით, სასტუმროს აშენება დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდება. “ყარალაშვილის ღვინის მარანი” აწარმოებს როგორც მშრალს ასევე ნახევრად ტკბილს, საფერავს, მუკუზანს, ქინძმარაულს, რქაწითელს და ქვევრის რქაწითელს. ვგეგმავთ კიდევ 3 ჰექტარზე გავაშენოთ საფერავის ჯიშის ყურძენი. ჩვენი პროდუქცია იყიდება როგორც ჩვენს ბრენდირებულ მაღაზიაში, თბილისში, ასევე სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში, სასტუმროებსა და რესტორნებში”, – განუცხადა knews.ge–ს ლაშა ყარალაშვილმა.
სამომავლოდ, სასტუმროს აშენების გარდა, კომპანია გეგმავს ქვევრის ღვინის წარმოება გაზარდოს.