ახალი ამბები

სიღნაღის საპატიო მოქალაქის წოდება 4 პირს მიენიჭა

ღონისძიების ფარგლებში ქალაქში სხვადასხვა სახის ღონისძიება, ქართული ტრადიციული წესით მომზადებული კერძების, ხელნაკეთი ნივთების და სასმელების გამოფენა გაიმართა.
წელს ფესტივალზე სიღნაღის საპატიო მოქალაქის წოდება 4 პირს მიენიჭა.
,,ღვინის ფესტივალი“ გამგეობის ორგანიზებით უკვე მეათე წელია იმართება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შეეძლოთ ძველი ხალიჩებით მორთული აივნები, ხილით სავსე მაგიდები, ხელნაკეთი ნივთები ენახათ და ტრადიციული ქართული კერძები, ღვინო და ცეცხლზე მოდუღებული თათარა გაესინჯათ. ფესტივალზე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს საკუთარი კუთხე ჰქონდა მოწყობილი და სტუმრებს კახური მწვადის, თონეში გამომცხვარი პურის, ნაზუქის და ღვინის დაგემოვნებას სთავაზობდნენ. ღონისძიებას იმერეთიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან და აფხაზეთიდან ჩამოსული სტუმრებიც შეუერთდნენ, რომლებმაც თავიანთი კუთხური სამზარეულო წარმოადგინეს. ფესტივალზე, გასული წლების მსგავსად, სიღნაღის საპატიო მოქალაქეებიც წელაც გამოავლინეს. წელს საპატიო სიღნაღელების წოდება ექიმ სოსო ბარნაბიშვილს, მსახიობს და სახალხო არტისტს ჟანრი ლოლაშვილს, მუსიკათმცოდნე მანანა ახმეტელს და ფსიქიატრ დავით ზურაბაშვილს მიენიჭათ”, – განუცხადეს Knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.