ახალი ამბები

ახმეტელ 86 წლის ქალბატონს თელავში ეძებენ

ის სახლიდან 5 ოქტომბერს გავიდა, და მას შემდეგ არავის აღარ უნახავს.

,,ჩემი დედამთილი სახლიდან 6 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარ გვინახავს. ყველას ვთხოვ, რომ დამგვეხმაროს. აცვია შავი ტანსაცმელი, თამბაქოსფერი მოკლესახელოებიანი ჟილეტი. ციალას აფარებული ჰქონდა წინსაფარი”, – განუცხადა knews.ge-ს ფიქრია კაცელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაკარგული მოხუცი თელავში ნახეს. ისინი ძებნას ამ ეტაპზე თელავში აგრძელებენ. 
როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოლია კაცელაშვილის სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. 

„სამართალდამცველებმა ოლია კაცელაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად უკვე გამოაცხადეს. მისი მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციის განყოფილებებში გაგზავნილია“, – განუცხადეს knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დაკარგული ქალბატონის ოჯახის წევრების საკონტაქტო ტელეფონის ნომრები: 574407372; 555457873, იკითხეთ ფიქრია ან ემზარი კაცელაშვილები.

 

ფოტო მოგვაწოდა ფიქრია კაცელაშვილმა