თელავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

,,დავადგინეთ, რომ ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოვიღეთ”, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში. 
გამგებლის წარმომადგენლის, გურამ ბახურაულის განცხადებით, გვამი თანასოფლელებმა სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
,,მოკლულს იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული”, – განაცხადა knews.ge-სთან რწმუნებულმა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.