ახალი ამბები

თელავში 42 წლის მამაკაცი მოკლეს

გამგებლის წარმომადგენლის, გურამ ბახურაულის განცხადებით, გვამი თანასოფლელებმა სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. 

,,მოკლულს იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ–კრიმინალისტები”, – განაცხადა knews.ge-სთან რწმუნებულმა.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.