ახალი ამბები

ყვარელში ერთმოქმედებიან პიესას – „ანგელოზები ტირიან“ წარადგენენ

პიესის ავტორის და რეჟისორის, მერაბ ჩხაიძის ინფორმაციით, დაახლოებით 40 წელია ყვარლის თეატრის სცენაზე ადგილობრივი მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლი არ დადგმულა. 
,,სპექტაკლში 8 მოყვარული, არაპროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, რომელთაგანაც 2 უფროსკლასელია. სპექტაკლი კულტურის სამსახურის უფროსის დახმარების დაიდგა. სპექტაკლი დააფინანსეს ყვარლის მუნიციპალიტეტმა და კერძო პირებმა. სპექტაკლზე მისულ მაყურებლებს ყვარლის თეატრის ისტორიაზე გამოცემული წიგნი დაურიგდებათ”, – განაცხადა მერაბ ჩხაიძემ.