ახალი ამბები

თუშური გუდის ყველმა იტალიაში მთავარი ჯილდო მიიღო

თუშმა ფერმერმა ძმებმა კახა და გიორგი აბულიძეებმა თუშეთში გომეწრის ხეობაში კოოპერატივი ,,ალაზნისთავი“, 2015 წელს დაარსეს. როგორც გიორგი აბულაძემ knews.ge-ს განუცხადა, ისინი აწარმოებენ ოთხი სახეობის გუდის ყველს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე უკვე გავიდა.
,,ოთხივე სახეობის ყველი უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტია, სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. ერთი სახეობა არის ცხვრის რძისგან წარმოებული გუდის ტრადიციული თუშური ყველი, მეორე ძროხის რძისგან დამზადებული ყველი, რომელიც ცხვრის ტყავისაგან დამზადებულ გუდაში ინახება და ორი სიახლე შემოვიტანეთ. ჩოგის წარმოების ტრადიციაც აღვადგინეთ, რომელიც საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს. ჩოგი არის ცხვრის რძისგან დამზადებული მდნარი ყველი“, – ამბობს knews.ge-სთან გიორგი აბულიძე.
ფერმერი აღნიშნავს, რომ გუდის ყველი ქართული პროდუქციის სახეობებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დავარგებული ყველის სახეობაა. მისივე ინფორმაციით, ყველის უნიკალურობა კი განაპირობებს ყველის დამზადების ტექნოლოგიას, რომელიც ამოყვანის შემდეგ 60 დღის განმავლობაში მწიფდება.
,,სხვაგან ეს ყველი იმავე გემოვნური თვისებებით ვერ დამზადდება. ეს ყველაფერი განპირობებულია ალპური და სუბალპური საძოვრებიდან მიღებული რძის ხარისხიდან. დავარგებული ყველის კუთხით ტრადიციულ ყველებს შორის არცთუ მდიდარი არჩევანი გვაქვს“, – აცხადებს ახალგაზრდა ბიზნესმენი.

Sloow Food-ის ყველის ინაუგურაციის ფოტოები