ახალი ამბები

თუშეთში ხახაბოს მთაზე ხანძარია

,,მართალია, სტიქიის ზონაში სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა რთული რელიეფის გამო ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება”, – განუცხადა knews.ge–ს გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ.
ხახაბოს მთაზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულია ყვარლის, თელავისა და ახმეტის 5 სახანძრო-სამაშველო მანქანა.