ახალი ამბები

ხატია ბუნიათიშვილი წინანდალში კლასიკური მუსიკის კონცერტს გამართავს

ფესტივალის დაარსების აღსანიშნავად, დღეს, წინანდლის ახალ საკონცერტო დარბაზში, ხატია ბუნიათიშვილის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით გაიმართება. წინანდლის ფესტივალი საქართველოს მთავრობამ და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ ერთობლივად დააფინანსეს.

როგორც Knews.ge–ს „სილქ როუდ ჯგუის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა განუცხადა, კომპანიამ წინანდალში 50 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მისივე ინფორმაციით, სამომავლოდ „სილქ როუდ ჯგუფი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალგაზრდული ორკესტრისთვის კამპუსის აშენებას გეგმავს.

,,ფესტივალის 3 წლიანი ციკლი გვაქვს, წელიწადში 3 მილიონი დოლარი ჯდება. ინვესტიციას „სილქ როუდ ჯგუფი“ და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ვახორციელებთ. გარდა ამისა, „სილქ როუდ ჯგუფს“ ვალდებულია გვაქვს, ავაშენოთ 70 ოთახიანი კამპუსი ახალგაზრდული ორკესტრისთვის. ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა 2019 წლისთვის დასრულდება. 50 მილიონიანი ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ, რომელიც მოიცავს ბაღის, მუზეუმის რეკონსტუქციას, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზების, ვენახების აღდგენას, თანამედროვე ქარხნის, სადეგუსტაციო დარბაზების აშენებას და ა.შ“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი რამიშვილმა.