ახალი ამბები

თელავში ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი შუამთის ტყეში შეშის მოჭრას ცდილობდა, რომლის დროსაც ხე დაეცა. 
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში knews.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.