ახალი ამბები

მელაანში ავტოავარიის დროს ორი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა

შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა, რომლებიც გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალში უკვე გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

,,გავლისას დავინახე, რომ დაშავებული ადამიანები ტრასაზე იყვნენ გაბნეულები. შევნიშნე მიწაზე მჯდომი ბავშვებიც, რომლებიც ტიროდნენ”, – აცხადებს თვითმხილველი.

სოფელ მელაანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, გოჩა მესხიშვილის განცხადებით, ერთმანეთს შეეჯახა 1 მიკროავტობუსი და 3 მსუბუქი ავტომანქანა.

,,შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი. ორივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა”, – განუცხადა knews.ge-ს გოჩა მესხიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.