ახალი ამბები

აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო

აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულება – 4 555 993 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ – 287 440 ლარი. 7000 ლარი მიიღო „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩი“, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული აქვს 5 330 ლარი.

ეროვნული ფორუმისათვის შემოწირული თანხა 2 415 ლარს შეადგენს. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ – 1 112 ლარი მიიღო, საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ – 136 ლარი, ხოლო ერგო საქართველოს რესპუბლიკური პარტიას კი 20 ლარი ერგო.

,,სამკვირიანი და საარჩევნო პერიოდის დეკლარაციის წარმოდგენის გრაფიკი არის ასეთი: 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ინფორმაცია უნდა მოგეწოდოს 14 სექტემბერს; 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 5 ოქტომბერს; 3 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია – 25 ოქტომბერს; 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია – წარმოდგენილი უნდა იქნას 8 ნოემბრამდე (იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა) 22 აგვისტოდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია – არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა)”, – განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.