ახალი ამბები

სოფელ ნინოწმინდაში მეფრინველეობის ფერმა გაიხსნა

მეფრინველეობის ფერმაში 40,000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 24,000 კვერცხს აწარმოებს. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულია. ამ ეტაპზე პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან.
კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში ჯამურად 250 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მთლიანი თანხა შეღავათიანია გროკრედიტია. 
“2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში შეიქმნა 53 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის”, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.