ახალი ამბები

სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

სოფელ ხახაბოს ტყეში ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა. ამ დროისთვის ტყის მასივში ხანძარს მეხანძრე- მაშველები და ადგილობრივები ებრძვიან. როგორც knews.ge-ს შილდის ადმინისტრაციულ ერთეულსი გამგებლის წარმომადგენელმა, ლევან ხუციშვილმა განუცხადა, ხანძრის შედეგად დაახლოებით ერთი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. 

“ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება შევძელით. ხანძარი ერთი ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული. ცეცხლი ხმელ ხეებს ეკიდა. თუ დამწვარი ხის ნაწილები ფერდობზე არ დაგორდა, ხანძარი აღარ გავრცელდება”,– განუცხადა knews.ge-ს ლევან ხუციშვილმა. 
შილდის ტყეში ხანძარი დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში საჰაერო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფები იყვნენ ჩართულები. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია სოფელ ართანის ტყეშიც. 
კახეთში ხანძრის ჩასაქრობად ჩამოყვანილმა ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტეს. სამუშაო პროცესი, ცუდი ხილვადობის გამო, ხვალ დილამდე გადაიდო. ამ დროისთვის თუშეთში, სოფელ ხახაბოს ტყის მასივში ხანძარს მეხანძრე-
მაშველები და ადგილობრივები ებრძვიან. დამწვარია 10 ჰექტარი ტყის მასივი.