ახალი ამბები

ლაფანყურში ხანძრის შედეგად 2 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა

როგორც knews.ge–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ლაფანყურში 2 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. 
„ცეცხლი ეკიდა 2 ჰექტრამდე ბალახს. არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროება, თუმცა ადგილზე მობილიზებული იყო 25-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებმაც ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია შეძლეს”, – განუცხადეს knews.ge–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. 
კახეთში გუშინ ხანძრის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ცეცხლი გაჩნდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში და თუშეთში, სოფელ ომალოში, დაღესტრის საზღვართან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრე–მაშველებმა ხანძარი სამივე მუნიციპალიტეტში დროულად ჩააქრეს. გუიშინ, კახეთში, 5 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა.