ახალი ამბები

საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს 3 ბიულეტენი დახვდება

,,სამი საარჩევნო ბიულეტენიდან ამომრჩეველი ერთით საკრებულოს წევრობის სასურველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, მეორე ბიულეტენით მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფლის წარმომადგენელ დეპუტატს და მესამე ბიულეტენით მუნიციპალიტეტის მერს აირჩევს. საერთო ჯამში, ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება’’,– განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით მუნიციპალიტეტებში გამგებლის თანამდებობა გაუქმდა. მოსახლეობა ყველა თვითმმართველ ერთეულში მერებს აირჩევს.