გოჭების მარათონი – მეექვსე გადაცემა

 

პროექტის MOLI კახეთში და მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ ერთობლივი იდეის ფარგლებში გადაცემათა ციკლი „გოჭების მარათონი“ გრძელდება.

ჩვენ მიერ მომზადებული გადაცემები ეხება იმ 4 გოჭს, რომლებიც პროექტმა MOLI-მ ორი სხვადასხვა საოჯახო ფერმისთვის შეიძინა. ისინი კვების ორი სხვადასხვა მეთოდით: ტრადიციული ქართული და ახლებური საკვების გამოყენებით იზრდებიან.

დღევანდელ გადაცემაში ვეტერინარი საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრებს და მაყურებელს მისცემს რჩევებს ღორის დაავადებებისა და პროფილაქტიკის შესახებ. სოსო გურგენიძე პირუტყვის გეგმიურ შემოწმებებზეც გაამახვილებსდ ყურადღებას. 

გადაცემის მსვლელობისას ყურადღება დაეთმობა მეცხოველეობაში გავრცელებულ დაავადებებს, რომლითაც პირუტყვის დაავადების რისკი მაღალია. მაგალითად, გოჭებში, ძირითადად, გავრცელებულია კუჭნაწლავისა და სასუნთქი სისტემის დაავადებები.

ვეტერინარის ინფორმაციით, დაავადება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ინტოქსიკაციის შედეგად. ამისათვის საჭიროა ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარება, რათა თავიდან ავირიდოთ ცხოველის სიკვდილიანობა.
ექიმი–ვეტერინარი ფერმერებს მისცემს რჩევებს, რათა მათ მიერ მოშენებული გოჭები გაიზარდონ ჯანმრთელები.

 

გადაცემაზე მუშაობდნენ: 

იდეის ავტორი: ალექსანდრე ღოღობერიძე
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)

 

გადაცემის მხარდამჭერია პროექტი „MOLI კახეთში“, რომელსაც ახორციელებს შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS/EPER – ის ოფისი სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.

The program is facilitated by MOLI in Kakheti project implemented by HEKS/EPER office in South Caucasus, funded by the Swiss Government.