ახალი ამბები

ჟურნალი Vogue – საქართველო წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ რეიტინგში ლიდერობს

ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ტურისტული კუთხით მიმზიდველობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში მაღალხარისხიანი ღვინო იწარმოება და ტურისტების ნაწილი სწორედ ღვინის გამო სტუმრობს. 
,,ქართული ღვინო გამორჩეული სასმელია და ნაკლებად ჰგავს ევროპულ ღვინოებს. საქართველო მზადაა, უმასპინძლოს მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს, რომლებსაც კავკასიის მთების მონახულება სურთ”, – წერს გამოცემა.
მეორე და მესამე ადგილებზე ომანი და მალაიზია მოხვდნენ. ათეულში ასევე შევიდა მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო, იორდანია, დანია და კოლუმბია.