ახალი ამბები

ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა

„საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში რძის წარმოებამ 183.6 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ხორცის წარმოება, 13.8%-ით შემცირდა და 14.4 ათასი ტონა შეადგინა.
„საქსტატისვე“ წინასწარი მონაცემების თანახმად, კვერცხის წარმოებამ იანვარი-ივნისში 151.4 მილიონი ცალი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.2%-ით ნაკლებია.
,,9 ათასამდე კვერცხი ყოველდღე გადის სარეალიზაციოდ. პროდუქცია ძირითადად იყიდება თბილისის მაღაზიებსა და მარკეტებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას, რათა მეტი ადგილობრივი წარმოების პროდუქტის რეალიზება მოხდეს ქვეყანაში,” – განუცხადა knews.ge- ს საგარეჯოს მეფრინველეობის საწარმოს დირექტორმა ზვიად ჯოხაძემ.