ახალი ამბები

კახეთსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის მემორადუმი გაფორმდა

მემორანდუმი კახეთის რეგიონსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

„ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მემორანდუმის ფარგლებში ძიანგსის პროვინციასთან შესაძლებელი იქნება აქტიური სავაჭრო ურთიერთობა. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების თვალსაზრისით, ასევე, მნიშვნელოვანია “აბრეშუმის გზა”, “ერთი სარტყელი – ერთი გზა“, – განუცხადა knews.ge–ს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ძიანგსის პოროვინცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში – მდებარეობს, მდინარე იანძის სამხრეთით. ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში მდებარეობს ქართული კულტურის ცენტრი, სადაც ქართული ღვინო იყიდება.