ახალი ამბები

რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. 
,,წლევანდელი რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად აქტიურად ვიმუშავებთ. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს, ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია და ამავე დროს გაზრდილია ღვინის ექსპორტი. ყურძნის რეალიზაციისთვის ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.