ახალი ამბები

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე ბადაგონის ღვინომ უმაღლესი ჯილდო მოიპოვა

როგორც knews.ge–ს კომპანიაში განუცხადეს, ეს ქართული ღვინისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

“კონკურსი ხორციელდება ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის O.I.V. (International Organisation of Vine and Wine) მხარდაჭერით ხორციელდება, რაც მას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. Mondial des Vins Extrêmes Cervim სხვა ღვინის საერთაშორისო კონკურსებისგან იმით გამოირჩევა, რომ ირჩევს საუკეთესო ღვინოებს მხოლოდ იმ რეგიონებიდან, რომლებიც ღვინის უნიკალურ ისტორიასა და ტრადიციას ფლობენ”, – განუცხადეს knews.ge–ს კომპანია „ბადაგონში“. 

კომპანია ბადაგონი 2006 წელს დაარსდა და ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოს. ბადაგონის მთავარი ენოლოგი იტალიელი დოქტორი დონატო ლანატია.