ახალი ამბები

მაიკ პენსი – ერთ დღეს ჩვენ გავხდებით მოკავშირეები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში

მათ შეხვედრა შერეული სამხედრო სწავლების ცენტრის ტერიტორიაზე გამართეს. აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტმა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გა განაცხადა, რომ თეთრი სახლი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. 

,,დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული. სულ 40 კილომეტრის დაშორებით რუსული ტანკები გახლავთ განლაგებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. მე ხაზს ვუსვამ, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყონ. ჩვენი ვალდებულებების თვალსაზრისით და პოზიციის გაჟღერებისთვის პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს და მალე საკანონმდებლო სახე მიეცემა სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა ჩვენ გვსურს სანქციების გაუქმება. გვსურს რუსეთთან ურთიერთობები, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი გააუქმებს თავის დესტრუქციულ ქმედებებს. ჩვენ უკეთესი ურთიერთობა გვსურს რუსეთთან, მაგრამ მათი მხრიდან გადადგმული ბოლო დიპლომატიური ნაბიჯები სამწუხაროდ საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რათა საქართველომ შეძლოს და გადაიტანოს რუსული აგრესიის შედეგები. მე დარწმუნებული ვარ, ამერიკა და სააქართველო თავისუფლები მომავალში ერთად იცხოვრებენ”, – აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

მაიკ პენსმა საქართველოში 2 დღის მანძილზე მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ამერიკის ვიცე–პრეზიდენტმა საქართველო დაახლოებით 1 საათის წინ უკვე დატოვა.