ახალი ამბები

სოფელ ვაჩნაძიანში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ადგილობრივებმა მამაკაცის ცხედარი ვენახში მდგარ ქოხში იპოვნეს. მათი ინფორმაციით, ის სავარაუდოდ მგლებმა დაგლიჯეს. გარდაცვლილის გვამი ექსპერტიზაზე გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.