ახალი ამბები

საქართველოში თაფლის კვლევა ევროდირექტივების შესაბამისად მიმდინარეობს

,,სურსათის ეროვნული სააგენტო რთული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულებას აგრძელებს. უცხოეთის ლაბორატორიაში ჩატარებული შემოწმება ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად იკლო დარღვევების რაოდენობამ”, – აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოსვე ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე გაწეული მუშაობის შედეგად, ევროკომისიამ აღიარა საქართველოს მიერ წარმოდგენილი მონიტორინგის გეგმა და საქართველო შეტანილი იქნა იმ ქვეყნების ჩამონათვალში (The Annex to Commission Decision 2011/163/EU), რომელთაც უფლება აქვთ განახორციელონ თაფლის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.