ახალი ამბები

თელავში მე-9 საუკუნის ძველი ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს

,,თელავში, გვირაბების აღმოჩენისა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად დღემდე უცნობ არტეფაგებს მივაგენით. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფაქტი უტყუარია. ეს არ არის მარტო ჩვენი წარმატება. ეს გახლავთ საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი“, – განაცხადა ექსპედიიციის ხელმძღვანელმა ნიკა თუშაბრამიშვილმა. მისი თქმით, აღმოჩენილი მასალები, მათ შორის, კერამიკა, იარაღები, ქურის ნაშთები, მოჭიქული ჭურჭელი, დოქები და სამელნეები აღნიშნულ ეპოქაზე მიუთითებს.

,,მალე ქალაქის ცენტრალურ უბანში ახალი ტურისტული ობიექტი გაჩნდება, ამის თქმის საფუძველს ძეგლის პოტენციალი და ადგილმდებარეობა მაძლევს”,– განაცხადა ექსპედიციის ხელმძღვანელმა.

არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში, რომელიც თელავში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, არქეოლოგებმა ქალაქში ადრეაქრისტიანული ეპოქის სამარხიც აღმოაჩინეს.