ახალი ამბები

კახეთში თევზსაშენი მეურნეობები წყლით მარაგდება

,,კახეთში 100-ზე მეტი თევზსაშენი ტბორი მარაგდება წყლით. ტბორებისათვის წყლის მიწოდების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. დღეისათვის კომპანია 1 600 ჰექტარზე მეტ თევზსაშენ მეურნეობას ამარაგებს წყლით”, – განაცხადეს საქართველოს მელიორაციაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახეთის რეგიონში 2012 წლიდან ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რეგიონში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.