ახალი ამბები

იყალთოში კულტურული ლანდშაფტის აღდგენა იწყება

ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს იყალთოს ტერიტორიული განვითარება.
,,იყალთოს განაშენიანების პროექტის ძირითადი მიზანი იყალთოს მიმდებარე ტერიტორიზე სივრცით-ტერიტორიული განვითარება, რაც მოიცავს იყალთოს ხევში რეგიონის და ადგილის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური სივრცეების ფორმირებას და ამ გზით კულტურული ლანდშაფტის აღდგენა -განვითარებას’’,– განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში. 
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის იყალთოს ხევის, როგორც ტურისტული განვითარების შესაძლობლობებს. იყალთოს ხევის განვითარების მიზნით, პირველ ეტაპზე განხორციელდება მისასვლელი საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, მათი რეაბილიტაცია-მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების პირველადი შესწავლა, მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზებისა და ქარის ნაკადების კვლევა. გარდა ამისა, იყალთოს ხევში დაიგეგმება არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების არქეოლოგიური-კვლევითი სამუშაოები. პროექტის ფარგელბში, ასევე, განხორციელდება იყალთოს ხევის უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფა. მთავრობა იყალთოს ხევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცებასაც გეგმავს.
იყალთოს ხევის განვითარების ხელშემწყობ კომისიას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.