ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეებმა ლაგოდეხში 76 300 კვ.მ. მიწის ფართობი შეიძინეს

სამივე მიწის ნაკვეთი 2017 წლის 31 მარტს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა. ორი ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო 1 ნაკვეთი – არასასოფლო–სამეურნეო.
საჯარო რეესტრში ქონების შემძენმა საკუთრების უფლება 2017 წლის 11 აპრილს დაარეგისტრირა. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საინვესტიციო ვალდებულებები გათვალისწინებული არ არის.
საინფორმაციო სააგენტო სააგენტო “ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, შპს Green Village-ის 50-50%-იანი წილის მფლობელები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ოლგა მოისეენკოვა და მისი მამა, ვლადიმერ მოისეენკოვი არიან.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს Green Village ფლობს ლაგოდეხის სხვადასხვა სოფელში მდებარე არაერთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რომლებიც ფიზიკური პირებისგანაა შეძენილი.