ახალი ამბები

თელაველი სპორტსმენი ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

მოყვარულების ტურნირში (Powerlifting), რომელიც თბილისში, 24 ივნისს, გაიმართა, მსოფლიოს 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოდან 50 სპორტსმენი ასპარეზობდა. მათ შორის იყო დავით ბეჟანიშვილი. 

„ტურნირზე დიდი კონკურენცია იყო. განსაკუთრებით დაძაბული ბრძოლა იყო ფინალურ ეტაპზე, მაგრამ მაინც მოვიპოვე გამარჯვება და გავხდი მსოფლიო ჩემპიონი“, – განუცხადა knews.ge–ს დავით ბეჟანიშვილმა. 

მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი 47 წელია, ძალისმიერ სამჭიდში ასპარეზობს. დავით ბეჟანიშვილი ევროპის, მსოფლიოს და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.