ახალი ამბები

მუნიციპალიტეტებში ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება

,,სატესტო რეჟიმმა აჩვენა, რომ აღნიშნულ სისტემას დარღვევები ფაქტობრივად არ ეპარება. ყველა მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ვართ, კამერების ტესტირება დასრულებულია. კამერა მანქანის დანახვისთანავე აფიქსირებს ვინ არის ავტომობილის მესაკუთრე და ა.შ. თუ დაარღვია, რა დააღვია, ავტომატურად ეს დაკავშირებულია სხვა პროგრამასთან, რითაც იწერება ოქმი. ჭკვიანი კამერა დააფიქსირებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. ერთ-ერთი პრინციპი ის არის, რომ სიჩქარის გადაჭარბებას დააფიქსირებს არა მხოლოდ კამერასთან, არამედ კამერასა და კამერას შორისაც. მოქალაქეს, რომელიც კამერასთან შეანელებს მოძრაობას და შემდეგ მოუმატებს, ეს კამერები მაინც დაითვლიან”, – განმარტავს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი.

მოსახლეობა ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ საგზაო შემთხვევის რიცხვი შემცირდება.
,,ჯერ საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. ქალაქებში არ არსებობს პარკირების ადგილი, არც შუქნიშნები, რაც დიდი პრობლემაა. კამერებთან და ჯარიმებთან ერთად ესეც უნდა მოაწესრიგონ. მძღოლების გარდა, ქვეითებიც ბევრ შეცდომას უშვებენ. როდესაც მძღოლი არ არის დამნაშავე, რატომ უნდა დაისაჯოს. ერთობლიობაში პრობლემების დიდი ჯაჭვია, რომლის მოგვარებსაც რასაც ერთი თვე კი არა ერთი წელიც არ ეყოფა”, – განუცხადა knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა ლილი გაიპარაშვილმა. 

საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია 3 ათასამდე ჭკვიანი კამერის განთავსება.