სტატიები

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა 2024 წელს გაუქმდეს

მისივე თქმით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი სავარაუდოდ 2024 წლისთვის გადაიწევს. 

,,ვმსჯელობთ, როდის გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, თუმცა შეთანხმება მიღწეულია, რომ უფრო დემოკრატიულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს”, – აცხადებს თალკვაძე.

წლებია დღევანდელი საარჩევნო სისტემა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანია. მათი მოსაზრებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების მკვეთრად განსხვავებული რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ხმის წონის თანაბრობის პრინციპს. 

სათემო კავშირის ,,ნუკრიანი“ თავმჯდომარე მაია ბიძინაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა უზრუნველყოფს მდედრობითი სქესის წარმომადგენლების შესამჩნევ გავლენას საკანონმდებლო პროცესზე. ბიძინაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკის ფორმირების პროცესში ინფორმირებული მონაწილეობა, განსხვავებული პერსპექტივისა და გამოცდილების სინთეზი საბოლოოდ სწორედ შინაარსზე ახდენს გავლენას.

,,უნდა გადაიდგას მეტი ქმედითი ნაბიჯი რათა ქალები მოხვდნენ პარტიების მიერ დასახელებულ კანდიდატებში და ღირსეულადაც. ქალებს არ მოიაზრებენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებად“, – აცხადებს ბიძინაშვილი.

NDI-ის მიერ მაისში გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეა. კითხვაზე უნდა შევინარჩუნოთ თუ არა მაჟორიტარები საქართველოს პარლამენტში, 47% დადებითად პასუხობს, 28% აცხადებს, რომ „არა“, ხოლო 24%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

თელავში მოსახლეობის ნაწილს არსებულ მაჟორიტარული სისტემას დადებითად აფასებს მოწონს, გარკვეული ნაწილი კი სისტემა ძირეულად შეცვლას უჭერს მხარს. 

,,მოსახლეობის ნაწილმა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. მე მიმაჩნია, რომ დეპუტატებმა უნდა იზრუნონ, ქალაქებში მდგომარეობა სასიკეთოდ შეცვალონ. რაც შეეხება მოსახლეობას, მათ მიერ არჩეულ მაჟორიტარს უნდა მოთხოვოს ქალაქისთვის სასარგებლო და საჭირო ინიციატივების წარდგენა საპარლამენტო ტრიბუნაზე,” – ამბობს სოსო ბერიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. მმართველი პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატების დიდი ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს.