ახალი ამბები

საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა

,,გიორგის სიმსივნე ჰქონდა, მას თურქეთში გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია. ოპერაციის ხარჯების დასაფარად ქ.საგარეჯოში რამდენიმე თვის წინ ცნობილი ვარსკვლავები გაერთიანდნენ და გიორგის დასახმარებლად კონცერტი გამართეს, ხალხის მიერ საბანკო ანგარიშზე გადარიცხული და კონცერტიდან შემოსული თანხა გიორგის ოპერაციის ხარჯების დასაფარად გადასცეს, ხარჯები დაიფარა, მაგრამ მდგომარეობის გართულების გამო გარდაიცვალა”, – განუცხადეს knews.ge–ს ოჯახის ახლობლებმა.