ახალი ამბები

პრეზიდენტი – ამ ეტაპზე მიწების გაყიდვის აკრძალვის შინაარსს ვერ ვხედავ

მარგველაშვილის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორი შესაძლებლობა მიეცემა მოსახლეობას, რომ მიწა აითვისოს.

”მიწა არ გაიყიდება დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ”იყიდება საქართველო”. მიწის გაყიდვას ხელს მეც არ მოვაწერ, მაგრამ მიწის არ გაყიდვა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორ მომცემ შენ მე შესაძლებლობას და როგორ ამათვისებინებ. მე ვამბობ, რომ ჯერ მაჩვენე რაღაცა სქემა, რომლითაც უცხოელსაც დააინტერესებ, ქართველსაც დააინტერესებ, ბანკს დააინტერესებ, რომ რეგიონში ფული წაიღოს და პატარა 1000 კვადრატიანი მიწის ნაგლეჯებისგან რაღაც გააკეთოს. ეს მაჩვენე და მერე თუ ამაში ჯდება, რომ სასზღვრო ზოლი ან მთლიანად მიწა არ გავასხვისოთ, ეს უკვე ამას უნდა მოყვებოდეს. ამ ეტაპზე ამ აკრძალვის შინაარსს ვერ ვხედავ. ჩამოდი ჩემთან ერთად და ნახე როგორი რთულია მიწის მოვლა. ჩამოდი და ნახე როგორ ვცხოვრობ და როგორი რთულია. მე პომიდორიც მომყავს და კიტრიც, მე და ლუკაშენკომ ერთად დავრგეთ, მაგრამ მე ეს გაჭირვებით არ მაქვს, ხალხს უჭირს. მაჩვენე შენ მე საქართველოს მოსახლეობის ნახევარს რანაირად შველი და მერე დალიე საქართველოს სადღეგრძელო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.