ახალი ამბები

აუდიტის სამსახური – სარესტორნო ხარჯის საჭიროება ქ. თელავის მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა

უწყების ინფორმაციით, არ არის იდენტიფიცირებული სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. მათივე ცნობით, თანხები დახარჯულია სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა თანამდებობის პირების კვების ორგანიზებისათვის. 
,,მაგალითად, 2014-2015 წლებში, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებასთან დაკავშირებით იქნა გაწეული 14.2 ათასი ლარის ოდენობის სარესტორნო ხარჯი”, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში. 
ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარედგინა. 137-გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განხორციელდა.