ახალი ამბები

მიწების საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ პარლამენტში ახალი საკანონმდებლო პაკეტი შევიდა

,,უცხოელი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს, თუ მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობით, ან აღნიშნული მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების, ან საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი, ან გააჩნია მუდმივი ცხოვრების და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა”, – წერია პროექტში.

პარლამენტში ინიცირებული პროექტით ასევე წესრიგდება უცხოელი ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საკუთრების უფლების საკითხი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით. 
პროექტი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების განკარგვის წესს იმ შემთხვევებშიც, როდესაც უცხოელი ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. 

საკანონმდებლო პაკეტი ხუთი კანონპროექტისგან შედგება და ის საპარლამენტო უმრავლესობის 22 დეპუტატის მიერ არის ინიცირებული.