სტატიები

კახეთში წიპწის, ბროწეულისა და ატმის კურკის ზეთის წარმოება იგეგმება

როგორც knews.ge–ს კომპანიის დირექტორმა ნელი გეთიაშვილმა განუცხადა, ეს იქნება უნიკალური პროდუქტი, რომელიც საქართველოში არ მზადდება. მისივე ინფორმაციით, საწარმოს აქვს სამივე სახეობის ზეთის გადამუშავების შესაძლებლობა. 
„ეს უცხო და ამავე დროს უნიკალური პროდუქტებია. წიპწასა და ბროწეულზე რომ არაფერი არ ვთქვათ, ატმის კურკაც უნიკალური შემადგენლობისაა. ის შეიცავს ნუშის მწარე ზეთს და ცნობილ ვიტამინ В17-ს. ასე რომ ატმის კურკის, ასევე, ბრწოწეულის და წიპწის ზეთს ანალოგი არ ექნება. ზეთი რომ ვაწარმოოთ, საჭიროა შესაბამისი რაოდენობის ნედლეული. თუ ფერმერები ჩაგვაბარებენ ბროწეულსა და ატამს, ჩვენ დავიწყებთ ზეთის წარმოებას. სამომავლოდ ბროწეულის ბაღების გაშენებას ვგეგმავთ“, – განუცხადა knews.ge–ს გეთიაშვილმა. 
კომაპნია პირველი საწარმოა, რომელიც ქართული ზეთისხილის ზეთს ამზადებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე 25 მაისს გამოჩნდა და მისი შეძენა Carrefour-ის მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი. ორი სახეობის, შავი და თეთრი ზეთისხილის ზეთი ცივი დაწურვის ტექნოლოგიით, იწარმოება. ნელი გეთიაშვილის მტკიცებით, ზეთის ფასი იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით დაბალია, ხარისხი კი მაღალი. 
“ზეთი 250, 500 და 750 გრამიან ქილებში, 5,10 და18 ლიტრიან თუნუქის ყუთებში იქნება. ქართულ ზეთისხილის ზეთს უმაღლესი სტანდარტის დაცვის ვასხმათ. ჩვენი პროდუქციის ფასი ყველასთვის საკმაოდ ხელსაყრელია. ჩვენ მიერ წარმოებული ზეთის ფასი იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით დაბალია. 250 გრამი ზეთისხილის ზეთი 8 ლარად, 500 გრამი 14 ლარად, ხოლო 750 გრამი 16 ლარად გაიყიდება.5 ლიტრიანი თუნუქის ქილა 80 ლარი, 10 ლიტრიანი 160 ლარი, 18 ლიტრიანი კი 288 ლარი ეღირება. სურსათი უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. ზეთის ხარიხი უმაღლესია”, – აღნიშნა გეთიაშვილმა. 
მისივე ინფორმაციით, პროდუქციის ექსპორტზე გატანის მიზნით ჰოლანდიის ერთ–ერთ კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. 
ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა (საათში 10 ტონა) ზეთის ხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის. 
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ საქობოში გასულ წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
„ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ (345 800 აშშ. დოლარი) პროგრამის ფარგლებში აშენდა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.