ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებს ამოწმებს

სააგენტოს სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას ამოწმებენ. 

„სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების კონტროლი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შემოწმების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს კონტროლს, რომლის შედეგების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადეს knews.ge-სთან სააგენტოში.