აკურაში ავარიის შედეგად დაშავებული 18 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება

შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი და ერთი მგზავრი, 18 წლის  ახალგაზრდა მძიმედ დაშავდნენ. სასწრაფი დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათივე ინფორმაციით, მძღოლს კი აღენიშნება სხვადასხვა სახის მოტეხილობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 
როგორც knews.ge–ს შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–3 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.