ახალი ამბები

სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები საავადმყოფოში გადაიყვანეს

ექიმების ინფორმაციით, ბავშვებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათივე თქმით, კლინიკური სურათი ენტერო ვირუსისთვის არის დამახასიათებელი. სიღნაღის რაიონის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში knews.ge-სთან უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ბავშვები ავად საბავშვო ბაღში მიღებული საკვების გამო გახდნენ.

,,მოზარდების ავადმყოფობა არა საკვებს, არამედ ვირუსულ ინფექციას უკავშირდება. ცალკეული მსგავსი შემთხვევა ბაღებში გასულ თვეშიც დაფიქსირდა”, – განაცხადა მაია შაიშმელაშვილმა.