ახალი ამბები

„ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით გასაუმჯობესებელია მდგომარეობა“

მისივე თქმით, მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით აუცილებელია სათანადო სამსახურების კიდევ უფრო გააქტიურება.

,,მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ. დღეისთვის არსებობს ბევრი მიმართულება, სადაც გასაუმჯობესებელია მონაცემთა დაცვის კუთხით მდგომარეობა. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ სოციალური ქსელები. ხშირად ჩვენ ისე, რომ არც ვაცნობიერებთ საკუთარ ინფორმაციას, ვაზიარებთ ფართო საზოგადოებისთვის, რამაც შესაძლებელია გარკვეული რისკების წინაშეც დაგვაყენოს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე კარგად იყოს ინფორმირებული მისი უფლებების შესახებ, რომ მიიღოს საჭირო ზომები იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ მისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება ირღვევა’’, – განუცხადა knews.ge–ს ნინო სარიშვილმა. 
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი, მარიამ ჯაჯანიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო სარიშვილი და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. 

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.