სტატიები

აგროდაზღვევის პროგრამის დაფინანსება შემცირდა – რომელ კომპანიებს შეეძლება მონაწილეობა?

2016 წელს აგროდაზღვევის მიმართულებით კი 10 მილიონი ლარი დაიხარჯა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აპრილამდე მთავრობა ახალ დადგენილებას მიიღებს. მინისტრის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეეძლება.

,,აგრო დაზღვევა არ იქნება სავალდებულო, მაგრამ პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევა, მათ შორის გაიზარდება დაფარვის მასშტაბი. ჩვენი მიზანია, პროგრამა იყოს უფრო მეტად საყოველთაო. იგეგმება მთელი რიგი არსობრივი საკითხების დახვეწა, დაზუსტდება ტარიფები. მოგეხსენებათ, დაზღვევა მნიშვნელოვნად უკავშირდება სტატისტიკურ ინფორმაციას. ოთხი წლის წინ, როდესაც პროგრამა დავიწყეთ, სტატისტიკური ინფორმაცია იყო ძალიან მწირი. წლიდან წლამდე სადაზღვევო კომპანიებს უგროვდებათ გამოცდილება, სადაზღვევო პირობები მუშავდება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ადგილობრივების ნაწილი მიიჩნევ, რომ დაზღვევა მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. ფერმერთა ნაწილი პროგრამის უარყოფით მხარეებზე მიუთითებს და ამბობს, რომ პროგრამა არსებულ რეალობაზე მორგებული არ არის და ამ მიმართულებით დაფინანსება არ უნდა შემცირებულიყო. ისინი აგროდაზღვევის სისტემა უფრო გამართულად მუშაობასაც ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ მთავრობის თანამონაწილეობა მაღალი უნდა იყოს. 

,,კახეთში აგრორისკები მაღალია, სეტყვისა და ქარიშხლისგან მოყენებული ზარალი დიდია ხოლმე. ასევე, ამას ემატება უხარისხო აგროქიმიკატებიც და ვინ აგვინაზღაურებს ამ ზარალს? წელს უფრო ნაკლები თანხაა ჩადებულიო. ჯერ გასულ წლებშიც ბევრი მევენახე და ფერმერი დარჩა ისე, რომ არ აუნაზღაურეს ზარალი. წარმოიდგინეთ წელს რაღა იქნება”, – განუცხადა knews.ge-ს დედოფლისწყაროში მცხოვრებმა ჟენია წიკლაურმა.

ფერმერების გარკვეული ნაწილის აზრით, იმ შემთხვევში თუ ფერმერს მოსავალი დაზღვეული აქვს, იგი მოულოდნელი რისკებისგან დაცულია. 

,,ვენახი ,,ალდაგში“ მქონდა დაზღევული. ყურძენი 20 ტონა უნდა მომეკრიფა, მაგრამ ისეთი ქარიშხალი და სეტყვა იყო, რომ მხოლოდ 20% გადარჩა. სადაზღვეო კომპანიამ ზარალი ამინაზღაურა. სოფლის მეორნეობაში დასაქმებულებისთვის მნიშნელოვანი და აუცილებელია სადაზღვევო სისტემა გამართულად მუშაობდეს. ჯერ კიდევ ბევრი არ ენდობა სადაზღვევო კომპანიებს,, ფიქრობენ, რომ გადახდილი თანხა წყალში ჩაეყრებათ, რაც ასე მაგალითად ჩემს შეთხვევაში არ მოხდა”, – განუცხადა knews.ge-ს ყვარელში მცხოვრებმა აკაკი ასაბაშვილმა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის” მენეჯერი ლევან მაღრაძე აცხადებს, რომ უწყება წელს მონიტორინგს გაუწევს რამდენი ადამიანი ჩაერთვება სუბსიდიის პროგრამაში და საკმარისია თუ არა მისი ოდენობა. 

,,სახელწმიფოს და კერძო სექტორის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გამოცდილება იძლევა იმის საშუალებას, რომ პროგრამაში უფრო მეტი ბენეფიციარი ჩაერთოს. ცვლილებების მიხედვით, ზარალების შეფასება ახლა ყველა კომპანიისთვის სტანდარტული იქნება. აგროდაზღვევის ახალი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სადაზღვევო კომპანიების შემფასებელი ექსპერტების გადამზადებაც. ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება გრძელვადიანი სტრატეგია და მისი მიღწევის გზები”, – აღნიშნა მაღრაძემ.