ვიდეორეპორტაჟი

საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია” თელავში გახსნა

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები ესწრებოდნენ. ქვეყნის პირველი პირი დარწმუნებულია, რომ კამპანია დაეხმარება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. მარგველაშვილის კამპანია ქვეყნის უზენაესი კანონის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.

,,მოვისმინეთ რა აინტერესებს ხალხს და რა დაკვეთა აქვს ქართული საზოგადოებას. კონსტიტუცია იწყება საზოგადოებრივი თანხმობის შედეგად, შემდეგ უკვე წერენ იურისტები და კონსტიტუციონალისტები. ველოდები ძალიან საინტერესო ინიციცატივებს, რაც გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციაში. საუბარია იმაზე, რომ რა გვინდა, ვიხილოთ კონსტუტუციაში და როგორ შევქმნათ უფრო ძლიერი სახელმწიფო. რა მიზანიც მაქვს, რომ ჩაერთოს ხალხი ამ პროცესში, ვახორციელებ. კოსტიტუცია არის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოეწყობა მთელი კანონდებლობა. მაგრამ მისი შინაარსი არის თანხმობა თითოეული მოქალაქისა ძირითადი თამაშის წესებზე. ყველა მიმდინარე პროცესში მნიშნელოვანია ადგილობრივი მედიის როლი, უნდა ვაწარმოოთ ინტენსიური დიალოგი ხალხთან“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი მარგველაშვილმა.

პოლიტიკოსების ნაწილი დადებითად აფასებს პრეზიდენტის მიერ დაწყებულ კამპანიას. ისინი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მნიშნელოვანია საზოგადოების ჩართულობა.

,,როცა ქვეყანაში მუშავდება მთავარი დოკუმენტი, მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი ჩართულობა. არაფორმალური მმართველობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ეს ინიციატივა, რომ გამოვიდეს რეგიონებში და დაეკითხოს ხალხს, თუ რა და როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში“, – განუცხადა knews.ge–ს ენმ–ს ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, შაქრო ტერტერაშვილმა. 

,,მხარს ვუჭერ პრეზიდენტის ახალ კამპანიას, არ შეიძლება მისი განხილვა და მიღება 1 კაბინეტში. ეს არის სამსჯელო დოკუმენტი, არის ყველასი, ამიტომ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტოს ის, თუ ვინ უნდა გახდეს პრეზიდენტი. ეს არის მოსახლეობის და საზოგადოების უფლება“, – განუცხადა knews.ge-ს პარტია ,,რეფორმატორების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღლონტმა.

შეხვედრაზე კონსტიტუციონალისტებმა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ საზოგადოების მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს კომისია განიხილავს.

,,პრეზიდენტმა დაიწყო საინტერესო კამპანია, რომელიც გულისმობს თითოეული მოქალაქის ინფორმირებაზე კონსტიტუციის შესახებ. ეს არის საერთო სახალხო დოკუმენტი, საერთო შეთანხმების დოკუმეტი და მნიშვნელოვანია ხალხის აზრის გაგება კონსტიტუციის შემუშავებაში. ეს იდეები უნდა გადაეცეს შემდეგომ საკონსტიტუციო კომისია“, – განუცხადა knews.ge-ს კონსტიტუციონალისტმა, კოტე ჩოკორაიამ.

,,გავაკეთებ ყველაფერს, რომ პროექტში ჩემი მონაწილეობა იყოს სრულფასოვანი როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრის. საზოგადოება უნდა იყოს მთლიანი სახელმწიფო ინსტიტუციური და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის საკითხში“, – განუცხადა knews.ge-ს პარტიის ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ნიკა მაჭუტაძემ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ Knews.ge-სთან საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძემ ისაუბრა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ. მისი განცხადებით, რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმია. მცირე მეწარმეებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება მიიღონ მეტი სარგებელი ამ პროცესიდან.

,,ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ხელმოწერილია ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპასთან. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ერთი მნიშნელოვანი პრობლემა, რომ რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმია, ძირითადად ეს ეხება მცირე მეწარმეებს. მაგალითად, საოჯახო ბიზნესი ვერ ისარგებლებს ამ სიკეთით, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესი“– აღნიშნა მაია მელიქიძემ. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა კი თელავის მედია კაფესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. გიორგი აბაშიშვილის აზრით, მსგავსი ტიპის ცენტრებისა და სივრცეების ფუნქციონირება მნიშნელოვანია ჯანსაღი პოლიტიკური დისკუსებისთვის და დემოკრატიული პროცესების უკეთ წარმართვისთვის. 

,, მეც ვიყავი თქვენთან სტუმრად თელავის მედია კაფეში და არაერთი საინტერესო შეხვედრა ჩატარებულა. ყველა საშალება უნდ აგამოვიყენოთ იმისათვის, რომ მსგავსი სადისკუსიო ადგილები, იქნება ეს მედია სივრცე, თუ სხვა, უნდა იქნას შენარჩუნებული“, – აცხადებს knews.ge–სთან საუბრისას გიორგი აბაშიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.

 

ფოტოები: ,,კახეთის ხმა” knews.ge