ახალი ამბები

თელავის თემის საკრებულოს წევრი გია გორთამაშვილი გარდაიცვალა

გორთამაშვილი დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა. 2014 წლის ივლისში ის საკრებულოს წევრი საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სიით გახდა. დეპუტატი წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქცია “ძლიერი სოფლის” თავმჯდომარის თანამდებობაზე 2016 წლის ივლისიდან მუშაობდა. 
საკრებულოს წევრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახმეტა-თელავის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში “ლეიბორისტული პარტიიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო.